Bryan Adams

Bryan Adams
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი თებერვალი, 1980
ჩაიწერა 1979
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 31:11
ლეიბლი A&M
პროდიუსერი ბრაიან ადამსი, ჯიმ ველენსი
ბრაიან ადამსი — ქრონოლოგია
Bryan Adams
(1980)
You Want It You Got It
(1981)
სინგლები ალბომიდან Bryan Adams
  1. „Hidin' from Love“
    გამოცემის თარიღი: 24 მარტი 1980 [1]
  2. „Give Me Your Love“
    გამოცემის თარიღი: 14 ივლისი 1980 [1]
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2.5/5 stars[2]
The Encyclopedia of Popular Music3/5 stars[3]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[4]

Bryan Adams — კანადელი მომღერალ და სიმღერების ავტორ ბრაიან ადამსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.

1978 წლის დასაწყისში ბრაიანმა და ჯიმ ველენსმა გააერთიანეს საკუთარი ძალები. მანამდე ისინი უკრავდნენ კანადურ ჯგუფში Prism, მაგრამ 1978 წლიდან აპირებდნენ სიმღერების ავტორთა დუეტის შექმნას. ბრაიანის შემოქმედებით დაინტერესდა ლეიბლი A&M, რომელმაც გამოსცა დისკი 1980 წლის თებერვალში.

პირველი სინგლი აქედან იყო Hidin' from Love, რომელიც წარმატებით მოხვდა ”ბილბორდის” ჩარტებში, #43 ადგილზე. სხვა სინგლებმა, Give Me Your Love და Remember ასევე წარმატება ჰპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი არ იქნა შემჩნეული ისე, როგორც ბრაიანის სხვა დისკები, 20 წლის შემსრულებელს საკუთარი მსმენელი გაუჩნდა.

მუსიკოსის პირველმა ტურმა მოიცვა კანადური კლუბები და კოლეჯები. სწორედ ამ პერიოდში დაიწერა სიმღერები ალბომისთვის You Want It You Got It (1981), რომელმაც დაიპყრო ამერიკული ჩარტები.

  1. 1.0 1.1 Bryan Adams singles.
  2. AllMusic review
  3. Larkin, Colin (2006) The Encyclopedia of Popular Music. MUZE, გვ. 45. 
  4. (1992) The Rolling Stone Album Guide. Random House, გვ. 7. 

© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search